მხარდაჭერის მიღება

დახმარება გესაჭიროებათ? ეწვიეთ ჩვენი მხარდაჭერის საიტს ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხის მისაღებად Tor-თან დაკავშირების, ცენზურისთვის გვერდის ავლის, onion-მომსახურებების გამოყენების შესახებ და ა. შ.

მოგვწერეთ სასაუბროში OFTC IRC

#tor - დაგვისვით კითხვები Tor-ის გამოყენების შესახებ.

#tor-dev - გაგვესაუბრეთ Tor-ის კოდისა და ოქმების შემუშავების საკითხებზე. ნებისმიერი ახალი აზრი მისასალმებელია.

#tor-project - ისაუბრეთ დაწესებულებასა და ერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე: შეხვედრებზე, გაფართოებაზე, თარგმნაზე ან საიტის განვითარებაზე.

#tor-meeting - თვალი ადევნეთ ან შემოუერთდით გუნდის საჯაროდ დათქმულ შეხვედრებს.

#tor-relays - ისაუბრეთ Tor-ის გადამცემის გაშვების შესახებ

#tor-south - გაესაუბრეთ Tor-ის სამხრეთის საერთაშორისო ერთობას.

გვიპოვეთ სოციალურ ქსელში

შეიტანეთ წვლილი Tor-ში

ჩვენი გუნდები ურთიერთთანამშრომლობენ ღია არხებით, მათ შორის ელფოსტის ჯგუფებით, რომლებშიც თავისუფლად შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. თუ გაქვთ რამე კითხვა გარკვეულ გუნდთან და პასუხი მხარდაჭერის გვერდზე ვერ მოიძიეთ, შეგიძლიათ დასვათ შესაბამის ჯგუფში. ასევე, სურვილისამებრ, შეგიძლიათ უბრალოდ გამოიწეროთ და თვალი ადევნოთ.

მოგვახსენეთ ხარვეზის შესახებ ან გამოგვეხმაურეთ.

Tor დამოკიდებულია მომხმარებლებისა და მოხალისეების მხარდაჭერაზე, მთელი მსოფლიოდან, რომელთა დახმარებითაც ვაუმჯობესებთ ჩვენს პროგრამებსა და სხვადასხვა საშუალებებს, ასე რომ, თქვენი გამოხმაურება მეტად ღირებულია ჩვენთვის (ისევე როგორც, Tor-ის ყველა მომხმარებლისთვის).

მოგვახსენეთ ხარვეზიანი გადამცემის შესახებ.

თუ აღმოაჩინეთ გადამცემი, რომელიც თქვენი აზრით მავნეა, გაუმართავია ან რამე სხვაგვარი ხარვეზის მქონეა, გთხოვთ გადახედოთ ჩვენს ვიკის ან სვეტს და იხილოთ, როგორ ხდება მოხსენების გამოგზავნა.

მოგვახსენეთ უსაფრთხოების ხარვეზის შესახებ

თუ უსაფრთხოების რამე ხარვეზი აღმოაჩინეთ ჩვენს რომელიმე პროექტში ან ინფრასტრუქტურაში, გთხოვთ მოგვწეროთ ელფოსტაზე tor-security@lists.torproject.org. თუ გსურთ წერილის დაშიფვრა, შეგიძლიათ გამოიყენოთ GPG-ის საჯარო გასაღები, tor-security-sendkey@lists.torproject.org ან pool.sks-keyservers.net-თან დაკავშირებით. აქვე იხილეთ ნამდვილობის დამოწმების მონაცემები:

gpg --fingerprint tor-security@lists.torproject.org
pub 4096R/1A7BF184 2017-03-13
Key fingerprint = 8B90 4624 C5A2 8654 E453 9BC2 E135 A8B4 1A7B F184
uid tor-security@lists.torproject.org
uid tor-security@lists.torproject.org
uid tor-security@lists.torproject.org
sub 4096R/C00942E4 2017-03-13

მოგვწერეთ ელფოსტაზე

კითხვებისა და გამოხმაურებებისთვის Tor-ის არამომგებიანი დაწესებულების ირგვლივ: სავაჭრო ნიშნებთან, საავტორო უფლებებთან, შეთანხმებებთან, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და სხვ. გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე frontdesk@rt.torproject.org. შემოწირულობების თაობაზე კი მოგვმართეთ მისამართზე giving@torproject.org..

მოგვწერეთ ფოსტით

The Tor Project
217 1st Ave South #4903
Seattle, WA 98194 USA